1. პროექტის სახელი: "უსაფრთო მოძრაობა"
2.პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით: პროექტის მონაწილეები გამოიკვლევენ ძირითდად რა დარღვევები ხდება გზებზე მოძრაობისას როგორც ტრანსპორტით ასევე ქვეითად მოძრაობისას; დაამზადებენ ფოტო და ვიდეო მასალას, ჩაიწერენ ინტერვიუებს პოლიციელებთან და დამრღვევ მოქალაქეებთან, გააკეთებენ ბუკლეტებს, პლაკატებს, დიაგრამებს.
3.პროექტის სრული აღწერა: შეირჩევა კონკრეტული ადგილები, სადაც მოხდება დაკვირვება ტრანსპორტისა და ქვეთების მოძრაობაზე, მოაგროვებენ ფოტო და ვიდეო მასალას, ჩაიწერენ ინტერვიუს პოლიციელებთნ და მოქალაქეებთან, მოგროვებულ მონაცემებს დაახარისხებენ და შეადგენენ დიაგრამებს, რისი საშუალებითაც გაარკვევენ როგორ გაიზარდა ან შემცირდა დარღვევების რიცხვი სამუშაო და უქმე დღეებში, შექმნიან ბუკლეტებსა და პლაკატებს, რომლებიც გამოიკვრება სხვადასხვა ადგილებში, იმსჯელებენ თუ როგორ შეიძლება მოხერხდეს რომ ადამიანი მაქსიმალურად იყოს დაცული გზაზე მოძრაობოსას.
4.მონაწილეთა ასაკი: 9–14 წელი
5.ვადები, ხანგრძლივობა: 1.05. 2010. – 1.06.2010
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კვლევა, მოძიებული ინფორმაციის დახარისხება, დისკუსიები, ბუკლეტებისა და პლაკატების გამოფენები, აქციები
7. მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტი, რაც შეიძლება შეიქმნას: ბავშვები შექმნიან ბუკლეტებსა დაპლაკატებს, იქნებიან უფრო დაკვირვებულები გზაზე მოძრაობისას.
8. სარგებელი სხვებისთვის: ბუკლეტები და პლაკატები , რომლებსაც შექმნიან ბავშვები
9.სამუშაო ენა: ქართული, რუსული
10. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთნ/ეროვნულ სასწავლო გეგმასთნ კავშირი: ამ პროექტის განხორციელებისას ბავშვები გაიუმჯობესებენ უნარებს მათემატიკაში ( შექმნიან დიაგრამებს), ქართულში (გაიუმჯობესებენ ლექსიკასა და მეტყველებას), ბუნებისმეტყველებაში ( გზებზე ორიენტირებისას), საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში ( შექმნიან ბუკლეტებსა და პლაკატებს, დიაგრამებს).
პროექტის ფასილიტატორი: ლელა მძელური
პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: lelako7@gmail.com
პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი: www. lela-usafrtxomozraoba.blogspot.com